saWmeli sokoebi - bRavana

Царство: Грибы
Отдел: Базидиомицеты
Класс: Агарикомицеты
Порядок: Сыроежковые
Семейство: Сыроежковые
Род: Сыроежка
Вид: Сыроежка жгучеедкая
Латинское название: Russula emetica

 

ბღავანა - (ინგ. Russula emetica) (რუს. Сыроежка жгучеедкая)

სინონიმი: უცნობია.

ხრაშუნა სოკოების გვარის სოკო, ხრაშუნასოკოსებრთა ოჯახისა.

ბიოლოგიური აღწერილობა

ქუდი თავიდან ამობურცული, შემდეგ ბრტყელი, ხანდახან ცენტრში ძაბრისებური ჩაღრმავებით, დიამეტრი 5-9სმ, მოცილებული კანით (ადვილად სცილდება), მოწითალო, ღია წითელი ან წითელი.

ქუდის ბოლოები დაზოლილი, ბლაგვი, რბილობი თეთრი, კანის ქვეშ მოვარდისფრო, მტვრევადი, აქვს ძალიან მძაფრი და მწარე გემო, ხილის სურნელით.

ფირფიტები ყოველთვის თეთრი აქვს, ფეხთან შეზრდილი, ბებერ სოკოებს მოყვითალო.

ფეხი თეთრი, ადგილადგილ მოვარდისფრო, ცილინდრული.

სოპრების ფხვნილი სუფთა თეთრი.

ფესვს იკეთებს წიწვოვან და ფოთლოვან ხეებთან.

საკვებად ვარგისიანობა

სოკო არ იჭმევა მრარე გემოს გამო, თუმცა სხვა მონაცემებით პირობითად ვარგისია საკვებად. უცხოელი სპეციალისტების წყაროების მიხედვით ოდნავ შხამიანია, იწვევს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს. არსებობს მტკიცებულებები სოკოში მუსკარინის შემცველობისა. ზოგიერთი ადამიანი ამ სოკოს მოიხმარს დამარილებულ ვარიანტში, 20წუთიანი ხარშვის და გარეცხვის მერე.

სინონიმები

• Agaricus russula SCOP. 1772 basionym